“არ დავტოვებ ამ ამბავს ასე” – რაში ადანაშაულებს ოთო ნემსაძე ტურისტულ კომპანიას

241
SHARE

მომღერალი ოთო ნემსაძე ტურისტულ კომპანიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. როგორც მომღერალმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა ტურისტულმა კომპანიამ მას მგზავრობის გაუქმების შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეატყობინა.

“ინტერკო თუ ვიღაც ბანძ ტურისტულთან გქონიათ შეხება?
გადამაგდეს, ხვალ დილით მივფრინავდით ეგვიპტეში, ყველა საქმე გადადებული და ათასი პრობლემა მოგვარებული.
ამ წამს მირეკავენ და მეუბნებიან რომ ვიღაცეები წავლენ და ვიღაცეები ვერა, ანუ თვითმფრინავი მიფრინავს და მე ბილეთ ნაყიდი ვერ მივფრინავ. სასტუმროც გაუქმებულია უკვე და ჩემი ბილეთიც ძალიან გაბრაზებული ვარ და არ დავტოვებ ამ ამბავს ესე ზუსტად ვიცი და სამართლებრივად რა ხდება ვინმეს გამოცდილება ხომ არ გაქვთ?InterCo Travel Group • ინტერკო თრეველ ჯგუფი
აუცლებლად მოგიწევთ სამართლებრივად პასუხისგება !!!
პ.ს. ყველაზე ცუდი ტურისტული მთელს დედამიწაზე”- წერს მომღერალი.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

FB კომენტარები

კომენტარი