“არსებობს შანსი, რომ ვირუსის მეორე ტალღა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ამჟამად არის”

212
SHARE

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, ზამთარში გრიპთან ერთად დაიწყოს, რაც ბევრად მასშტაბურ კრიზისს გამოიწვევს.

„არსებობს შანსი, რომ ვირუსის მეორე ტალღა აშშ-სთვის იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ის ამჟამად არის. როდესაც ამას სხვებს ვეუბნები, ისინი ვერ ხვდებიან, რას ვგულისხმობ.

ჩვენ გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემიები ერთდროულად დაგვატყდება თავს.

დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან ცუდი იქნება. მჯერა, რომ ჩვენი მეთვალყურეებისგან ადრეულ გამაფრთხილებელ სიგნალებს მივიღებთ.

გრიპის ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს შეამცირებს და კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მეტი რესურსი დარჩება“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

FB კომენტარები

კომენტარი