ანი ნადარეიშვილი სპეცრაზმელზე, რომელიც ჟურნალისტებს უმიზნებდა: ეს ნაძირალა “ბალერინაა”, რომელიც ბაჩოს უჩიოდა

1880
SHARE

ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს. ბაჩო ახალაიას მეუღლე წერს, რომ სპეცრაზმელი  ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდა, ერთ-ერთი იმ სპეცრაზმელთაგანია, რომელიც ახალაიას საქმეში ფიგურირებდა და მის წინააღმეგ მისცა ჩვენება.
“იდენტიფიცირებულია!
ზაზა ფანცქალაშვილი
ყველას გახსოვთ “ბალერინა სპეცრაზმელების” საქმე ბაჩოს წინააღმდეგ, რომელშიც ბაჩო გამართლდა. ხოდა ეს ნაძირალა ერთ-ერთი “ბალერინაა”, რომელიც თავისი ჩვენებით ბაჩოს უჩიოდა – “თათბირი ჩაგვიტარა, მოღალატე და პინგვინი მეძახა და სამსახურიდან გამათავისუფლაო”, – წერს ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულია 200 მდე ადამიანი, მათ შორის – 80 სამართალდამცველი. ორ მოქალაქეს სპეცრაზმელთა ნასროლი რეზინის ტყვიის გამო თვალის ამოკვეთა დასჭირდა.

FB კომენტარები

კომენტარი