ანიტას დედა გოგონას ახალ ვიდეოს ავრცელებს – “თქვენი ლოცვით, ხასიათზეც მოვიდა”

127
SHARE

2 წლის ანიტას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ტრანსპლატანციამდე, შესაბამისი დონორის მოძებნამდე, საჭიროა ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება.

გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად მთელი საქართველო ერთიანდება და საჭირო თანხაც ნელ–ნელა გროვდება.

ანიტას დედა მარიკო სადრაძე მისი შვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს:

მეგობრებო, ძალიან ბევრი მწერთ როგორ არის ანიტაო. ხო და წარმოგიდგენთ როგორც იყო ძილის წინ. თქვენი ლოცვით, ხასიათზეც მოვიდა პ.ს. მაპატიეთ იმდენი შეტყობინებაა, ყველას ვერ გპასუხობთ, გახსნასაც კი ვერ ვახერხებ, არადა მინდა სათითაოდ მოგწეროთ უთბილესი სიტყვები. უკვე ვიკვებები თქვენი პოზიტივით, როგორც ჰაერი და საჭმელი ეგრე გადამექცა. თან მე რომ ანიტას დავაძინებ და აზრზე მოვალ ხოლმე ისე გვიანია თქვენთან, მეშინია ჩემი შეტყობინებით არ გაგაღვიძოთ.

FB კომენტარები

კომენტარი