ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუზე“ გაბრაზებულია – ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხიც ამოჭრეს

281
SHARE

​მომღერალი ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუს“ აკრიტიკებს. მისი თქმით, სტუმრის სტატუსით მიიწვიეს გადაცემაში, რომელშიც განიხილავდნენ თემას პროექტზე, სადაც ის ფინალისტი იყო და შეკითხვები არ დაუსვეს.
“მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, რომელშიც განიხილავენ თემას პროექტზე, სადაც მე ფინალისტი ვიყავი… თუ 5 საათის განმავლობაში კითხვას არ დამისვამთ თემასთან და პროექტთან დაკავშირებით და ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც ამომიჭრით… მეტს აღარ დავაკონკრეტებ… ისევ ჩემი მეგობრების გამო, რომელთაც წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ “, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი