ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – მშვილდოსანი

633
SHARE

  როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…

მშვილდოსანი

მშვილდოსნის დემონი დემაგოგია, თვითკმაყოფილება და სხვებისთვის ჭკუის სწავლების მოთხოვნილებაა.

მისი ანგელოზური მხარე სამართლიანობა, გულუხვობა და უშრეტი ოპტიმიზმია.
დემონი მშვილდოსანს აიძულებს არასოდეს მიიღოს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა (თუნდაც ყველაზე ობიექტური და სამართლიანი). ნაკლებად დაუკვირდეს თავის შეცდომებს და საზოგადოება დაღალოს გაუთავებელი დემაგოგიით.
სულის სიღრმეში მშვილდოსანი სამართლიანობისთვის მებრძოლი დონ-კიხოტია, თუმცა მისი სიმბოლო კენტავრი ნახევრად ადამიანურ და ნახევრად ცხოველურ ბუნებას აერთიანებს. ამიტომ მშვილდოსანს ზოგჯერ ცხოველური ვნებები სძლევს ხოლმე და აიძულებს მანკიერების ჭაობში ამოყოს თავი. ამასთან ერთად, მას იმდენად სჯერა საკუთარი სიმართლის და შეხედულებების, რომ შეუძლია რიგ შემთხვევებში ფანატიკოსადაც კი იქცეს.
მშვილდოსნის მფარველი ანგელოზია ადნაჩიილა. იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს ძალას ინტელექტუალური განვითარების გზით, უმაღლესი ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა გამოიმუშაონ საკუთარ თავში.

FB კომენტარები

კომენტარი