“ანგარიში გაუწიეთ პარტნიორთა სურვილებს” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

493
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 27 მარტის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევას აძლევს:

“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ვერძის, მთვარე კი, მობილიზირებული და ორგანიზებული  კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ანგარიში გაუწიეთ პარტნიორთა სურვილებს, მოერიდეთ სულსწრაფ და სარისკო მოქმდებებს, გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა რომანტიკული თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით, მიიღეთ მეტი სითხე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ქალწულს, მორიელს და თხის რქას, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი, ტყუპები და მერწყული”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი