,,ანა ძალიან დააკლდება ფარიკაობის დიდ ოჯახს..”- საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ანა ხელაძის გარდაცვალებაზე

471
SHARE

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, 19 წლის ანა ხელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ანა ხელაძე საქართველოს ფარკაობის ჩემპიონატში (რაპირა) მე-3 ადგილის მფლობელი იყო:
„საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანა ხელაძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს!
ანა ძალიან დააკლდება ფარიკაობის დიდ ოჯახს..”- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, ანა ხელაძე 16 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი დააკავა.

 

FB კომენტარები

კომენტარი