ანა მარგველაშვილი: „მამა და გიგი დამეგობრდნენ და ძალიან უყვართ ერთმანეთი“

261
SHARE

დეკემბერში პრესა და სააგენტოები პრეზიდენტის ქალიშვილის გათხოვების თემამ ააჭრელა. ანა გიგი ჩიჩუას გაჰყვა ცოლად. გიგი მუსიკოს ლევან ჩიჩუას ძმაა. 22 წლის გიგი დიჯეია. თავისუფლების მოყვარული უკომპლექსო ანა კი მუდმივად ექცევა ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ჭორები გავრცელდა – ანა შვილს ელოდებაო. ცრუ განგაში აღმოჩნდა. პრეზიდენტის ქალიშვილი „პრაიმტაიმს“ ბლიც ინტერვიუს აძლევს.

ანა მარგველაშვილი:

– შვილს არ ველოდები. შვილის ყოლას ჯერ არ ვაპირებთ.

– როგორ შეეგუე ცოლის ამპლუას?

– კარგად შევეგუე. არაფერი შეცვლილა, მე და გიგი კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ერთად ცხოვრება კარგად გამოგვდის, ავაწყვეთ.

– არ კინკლაობთ?ეს ქორწინების პირველ ხანებში ხშირია.

– ვკინკლაობთ, მაგრამ არაფერი სერიოზული.

– მამა და გიგი მეგობრობენ?

– დიახ, დამეგობრდნენ და ერთმანეთი ძალიან უყვართ.DSC_0448-464x700DSC_0454-464x700DSC_04541-735x400

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი