“ამ ტრაგედიას არაფერი ეშველება… თუ ის ფიქრობს, რომ არის კაცი, არ მიედ–მოედოს რაღაცებს” – თიკა მახალდიანი დედის მკვლელზე

183
SHARE

გასულ კვირას თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ქართველი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა გახლდათ.

ბრმა ტყვიამ ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საკუთარ ბინაში თამუნა ანთელავა იმსხვერპლა, ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

დაკავებულია მსროლელი, ის სამართალდამცავი გახლავთ.

მომხდარს ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში თავად მახალდიანი გამოეხმაურა:

„მე ვისურვებდი და მასაც ვურჩევდი, თუ ის ფიქრობს, რომ არის კაცი, არ მიედ-მოედოს რაღაცებს და ფულით წლების დაკლებას. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა.

ამ ტრაგედიას არაფერი ეშველება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მოგვინდება, რომ ორი წლის შემდეგ ეს ადამიანი ქუჩაში შეგვხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მოსთხოვს პასუხს”, – განაცხადა მომღერალმა.

FB კომენტარები

კომენტარი