„ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით“ – ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი საზოგადოებას მიმართავს

2390
SHARE

1 წლის ალექსი პატურაშვილის მამა, ბექა პატურაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდის. იგი ასევე აქვეყნებს ანგარიშის ნომერზე გადარიცხული თანხის საერთო რაოდენობას:

„პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის და დახმარებისთვის ! ჯგუფს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს ვიცი ყველას გაინტერესებთ მდგომარეობა შედეგები და გეგმები. მოკლედ როგორც ხედავთ ამ დროისთვის ჩემს ანგარიშზე უკვე საკმაოდ კარგი თანხაა ჩარიცხული თქვენი დამსახურებით. როდისმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით ! დღეისათვის ზუსტი გადაწყვეტილება არ გვაქვს სად გავაგრძელებთ მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გვეცოდინება. შეიძლება ეს იყოს თურქეთი, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. პირველადი გეგმით გვჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი. თანმხლები კვლევების და მანიპულაციების ჩათვლით თურქეთის „ლივ ჰოსპიტალმა“ ჯამში ეს ყველაფერი შეაფასა 100 000 დოლარად. (ევროპის ქვეყნებში ფასი ბევრად მეტია) კლინიკის შერჩევის შემდეგ გვექნება ზუსტი კალკულაცია და ამაზე შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა იქნება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. საუკეთესო შემთხვევაში არსებობს თეორიული შანსი, რომ ქირურგების ჩარევა არ დაგვჭირდეს.. თუ ასე არ მოხდა შეიძლება მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა ან ღვიძლის გადანერგვა. ბუნებრივია ეს კიდევ დამატებით დაკავშირებულია ცალკე დიდ თანხებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ ! ამას რომ ვამბობთ თავდაჯერებულობას თქვენი თანადგომა გვმატებს. სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს ანგარიშზე ამხელა თანხა იქნებოდა. ყველაზე მთავარი ემოციაა რასაც თქვენგან ვიღებთ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა“, – წერს ბექა პატურაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი