აკაკი წილოსანის საერთაშორისო აღიარების საიდუმლო

94
SHARE

თმის გადანერგვის წილოსანისეული მეთოდი, ანუ როგორ გახდა „თალიზი“ მსოფლიო ბრენდი

მსოფლიოში, თმის გადანერგვით, ათასობით ქირურგია დაკავებული, თუმცა კორიფედ ცოტა ითვლება. თმის ტრანსპლანტოლოგიის ქართველი გურუ, მედიცინის დოქტორი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, ქართულ ბრენდ „თალიზის“ ხელმძღვანელი აკაკი წილოსანიც აღიარებული ქირურგია და ეს გასკავირიც არაა, რადგან აკაკი წილოსანმა, როგორც იტყვიან, თავისი ხაზი შექმნა. თმის გადანერგვის ოპერაცია აკაკიმ პირველად 15 წლის წინ გააკეთა და მას შემდეგ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო მასშტაბით – უკრაინიდან დაწყენული, დუბაით, მალაიზიით, სომხეთით, უზბეკეთით, ბელორუსიითა თუ ინდოეთით დამთავრებული, თმა 8 ათასზე მეტ ადამიანს გადაუნერგა. აღსანიშნავია, რომ აკაკი წილოსანის პაციენტები მხოლოდ ყველა რასის კი არა, ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ბავშვებიც. სხვათა შორის, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აკაკი წილოსანმა თმა გადაუნერგა, 78 წლის იტალელი იყო. 

„ამ 15 წლი12348115_10206474029427215_3667149254933652915_nს განმავლობაში, თმის გადანერგვა დინამიურად ვითარდებოდა და განვითარების ეს დინამიკა შეიძლება, მობილურ კავშირსა და კომიუტერულ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს შევადაროთ,“ – ამბობს აკაკი წილოსანი, რომლის „ფიშკაც“ დიდმასშტაბიანი ოპერაციებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ქირურგს 2 500 გრაფტზე ნაკლები არასოდეს გადაუნერგავს.
მეტიც, რამდენიმე წლის წინ, „თალიზში“, შეიძლება ითქვას, მსოფლიო რეკორდიც დამყარდა – აკაკი წილოსანმა, თავის გუნდთან ერთად, 10 ათასამდე გრაფტი გადანერგა, თუმცა ამ რეკორდზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ…
საერთო ჯამში, აკაკი წილოსანს, მას შემდეგ, რაც ხელი თმის ტრანსპლანტაციას მიჰყო, 20 მილიონ გრაფტზე მეტი აქვს გადანერგილი.
ოპერაციების გარდა, აკაკი წილოსანი აქტიურ სამეცნიერი მოღვაწეობასაც ეწევა. ასევე, ინტენსიურად მონაწილეობს ISHRS-ის (თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება) მუშაობაში. გარდა ამისა, მონაწილეობა ათობით კონგრესსა და ე.წ. ვორქშოფში აქვს მიღებული. ესწრება და თავადაც ატარებს მასტერკლასებს.
„უდიდესი გამოცდილების მიუხედავად,  ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვიყენებთ და  პრაქტიკაში ვამოწმებთ თმის ყველა ცნობილი ტრანსპლანტოლოგის ტექნიკას და მეთოდს,“ – ამბობს აკაკი წილოსანი, რომელმაც როგორც თმის გადანერგვის სპეციალისტმა, განვითარების პიკს 2008 წელს მიაღწია, ანუ „თალიზის“ ხელმძღვანელმა თმის გადანერგვის საკუთარი კონცეფეცია შეიმუშავა, რომელიც მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული.

თმის გადანერგვის შედეგის აკაკი წილოსანისეული კრიტერიუმები კი ასეთია:

  1. ბუნებრივი შედეგი, ანუ გადანერგილ თმას არ ეტყობა, რომ გადანერგილია.
  2. გადაერგვით თმის ბუნებრივი სიხშირე მიიღწევა.
  3. თმის გადანერგვას არ ახლავს გართულება და გვერდითი მოვლენები.
  4. თმის ტრანსპლანტაციის წილოსანისეულ მეთოდს, ასევე, არ ახლავს დისკომფორტი და სასურველი შედეგი დროისა და ფულის მინმალური დანახარჯით, რაც მთავარია, ერთი ოპერაციით მიიღწევა.

მაინც, რა არის აკაკის წილოსანის წარმატებისა და მსოფლიო აღიარების მთავარი საიდუმლო? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: რა და, – სრულყოფილი ანეზთეზიის მეთოდი. გარდა ამისა, „თალიზში“, თმის გადანერგვის სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, პაციენტს ოპერაციისთვის წინასწარ არ ამზადებენ. შესაბამისად, თმის ტრანსპლანტაციის მსურველს, როგორც იტყვიან, ანალიზების დასტა არ სჭირდება.

– თმის გადანერგვით რატომ დაინტერსდით? – ვეკითხები „თალიზის“ ხელმძღვანელს.

– იმიტომ, რომ თმა გამცვივდა, რასაც ძალიან განვიცდიდი, – ღიმილით მპასუხობს აკაკი წილოსანი და თავის ისტორიას მიყვება, – ზოგადი ქირურგი ვიყავი და პერიტონიტების მკურნალობაზე  საკანდიდატო დისერტაციაც დავიცავი, მაგრამ ქირურგია ჩემი საქმე არ იყო, თუმცა თმის გადანერგვაც ქირურგიაა. საერთოდ, ქირურგს არწივის თვალი და ლომის გული უნდა ჰქონდეს.

– თავიდან, როცა თმის გადანერგვა დაიწყეთ, ექსპერიმენტებს გაურბოდით?

-არა, პირიქით, ვრისკავდით და ისეთ ოპერაციებსაც ვაკეთებდით, რომელსაც სხვაგან არ აკეთებდნენ. მაგალითად, პირველად ჩვენ დავიწყეთ ნაკერიანი და უნაკერო ოპერაციების კომბინაცია, პირველებმა მივაღწიეთ გადანერგილი თმის მაქსიმალურ სიხშირესაც (100 გრაფტი 1 კვ.სმ-ზე) და ეს შედეგი დღემდე არავის გაუმეორებია, თმა წვერიდანაც პირველად ჩვენ გადავნერგეთ. მაშინ ეს სფერო ყამირი იყო – არავინ იცოდა, თმა სწორად როგორ უნდა გადანერგილიყო. ბოლოს, იმდენს მივაღწიეთ, რომ ყოფილ სნგ-ს სივრცეში, გრაფტების სტერეომიკროსკოპებით დამუშავებაც პირველმა დავიწყეთ, – მიყვება აკაკი წილოსანი და მოსკოვში ცნობილ „რეალ ტრანს ჰეარ“-ის ხელმძღვანელ ბუიანოვთან საუბარსაც იხსენებს, რომლისთისაც ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე უკთხავს, ფართომასშტაბიან ეფიუებს, ანუ უნაკერო ოპერაციებს რატომ არ აკეთებთო. რუს კოლეგას აკაკისთვის უპასუხია, ნაკერიანი მეთოდზეც რიგები მიდგას და უნაკერო ოპერაცია ჩემთვის ზედმეტი თავის ტკივილიაო. აკაკი წილოსანი კი, სწორედ ამ „ზედმეტ თავის ტკივილებს“ არც ერიდებოდა და არც ერიდება.

ასე და ამგვარად, ყველაფერი პოლარული ღამესავით ნათელია: აკაკი წილოსანი მსოფლიო ბრენდია. ასე რომ არ იყოს, მაგალითად, ავსტრალიიდან პაციენტი თმის გადასანერგად თბილისში, კერძოდ, კლინიკა „თალიზში“ არ ჩამოვიდოდა. ეს კი არადა, ამ ხნის განმავლობაში, აკაკი წილოსანთან, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან, მომზადება 200-მა ექიმმა გაიარა, რომლებიც თავიანთი პედაგოგის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას დღემდე გამოხატავენ.

ვანო პავლიაშვილი

FB კომენტარები

კომენტარი