ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა არაა გამოსავალი – ფსიქოლოგის რჩევები მოზარდებს

1039
SHARE

პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებსეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება.

ინიციატივის ავტორის, თამარ კორძაიას თქმით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რის თანახმადაც, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინების საკითხს მხოლოდ სასამართლო განიხილავს.  მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.

ნაადრევი ქორწინების რიცხვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ.

ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი: უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, რა არის ქორწინება. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, რეგისტრირებული კავშირი,  ნაადრევი ქორწინება კი, ორი ადამიანის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირია, რომელთაგან ერთ–ერთი არ არის ჯერ 18 წლამდე მიღწეული, ხანდახან კი, ორივე არასრულწლოვანია.

სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით, ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახებიდან, ყოველი მესამე ინგრევა.

რა შეიძლება იყოს ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები (გოგონებში, ბიჭებში) ?

-არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, არის სიყვარული. გარდატეხის ასაკში, ისედაც არასტაბილური ჰორმონალური ფონი კიდევ უფრო ამძაფრებს გრძნობებს. წყვილებს  ჰგონიათ, რომ მათსავით არასოდეს არავის არავინ არ ჰყვარებია. ეცვლებათ ღირებულებები და ფასეულობები.  ჰგონიათ, რომ მათთვის გაიხსნა ცა, უყვარდებათ მზე,  ფოთოლი, კენჭი  და ფიქრობენ, რომ ეს ის გრძნობაა, რის გამოც უნდა გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი – შექმნან ოჯახი.

მეორე მიზეზი არის მშობლების ტოტალური კონტროლისაგან თავის დაღწევა, ანუ მე უკვე ცოლიანი ან გათხოვილი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავ. რეალურად კი, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.

მესამე მიზეზი გახლავთ ე.წ.  ლეგალური სექსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ დროს, უკვე გევალება იმის კეთება, რაც ძალიან გაინტერესებს.

და ბოლოს, კიდევ ერთი  მიზეზი დაუგეგმავი ფეხმძიმობაა, ასე ვთქვათ,  შემოპარული ბავშვი. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც წყვილი დაქორწინდა  მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისათვის მისაღები ყოფილიყო მათი ქორწინება და ბავშვს მიეღო მამის გვარი. სამი თვის შემდეგ ეს წყვილი განქორწინდა.

რამდენად მყარია ნაადრევი ქორწინება და რა ასაკში უნდა ქორწინდებოდეს წყვილი?

-ეს ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება 18 წლის იყოს ბიჭი და გაცნობიერებული ჰქონდეს პასუხისმგებლობა და  შეიძლება 35–40 წლის კაცი იყოს და სრულიად გაუცნობიერებლად დგამდეს ამ ნაბიჯს. გათხოვდეს, ან ცოლი მოიყვანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აუცილებლია, არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული.

ბუნებრივია,12348620_437510726444318_1729619590_n 18 წელი არის ზღვარი, ამაზე ნაკლებ ასაკში არც უნდა ქორწინდებოდნენ.  ჩემი აზრით, 20–22 წელი ნორმაა, რადგან ნაადრევ ასაკში გოგონასაც და ბიჭსაც ჩამოუყალიბებელი ღირებულებები აქვთ, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში.

დაოჯახების შემდგომ წყვილს ეზღუდება პირადი სივრცე, განსაკუთრებით, ბიჭს, რომელსაც ბავშვის ხელში დაჭერა კი არა, მეგობრებთან ერთად სანაპიროზე ლუდის დალევა, ან ფეხბურთის თამაში უნდა.
ქორწინების საზეიმო ცერმონიალის დასრულებისთანავე ჩნდება საზრუნავი: პურია მოსატანი, კარტოფილი და ხახვიც გათავდა, პამპერსი გამოიყოლე და ა.შ. ამ დროს, ბუნებრივია,  მიმართავენ ისევ მშობლებს. მსგავს შემთხვევებში, ბიჭი ვერ ხვდება, ის საყვარელი გოგო რატომ იქცა პატარა მონსტრად, რომელიც   ხშირად ყვირის, მოუწესრგებლად გამოიყურება, გამუდმებით ბავშვთანაა. გოგონას კი უკვირს, სად წავიდა ის მზრუნველი ბიჭი, რომელიც შეუყვარდა და მისთვის ციდან ვარსკვლავებს კრეფდა.

თუ ოჯახებში  ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება და ამას წლების განმავლობაში ხედავს ბავშვი, ამან შეიძლება მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს მომავალში, როდესაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს?

-ძალიან ბევრ ოჯახში არის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობა და ამ სიტუაციიდან გაქცევის საშუალებად, ბავშვები სწორედ ნაადრევ ქორწინებას მიიჩნევენ.  უნდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არ ამართლებს.  თუმცა, სტატისტიკა იმაზეც მეტყველებს, რომ არსებობენ ნაადრევ ა12319599_437510729777651_427205908_nსაკში შექმნილი  ბედნიერი ოჯახები. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნაადრევ ასაკში ქორწინებისას, ერთად იზრდებიან ბავშვები და ერთადვე ზრდიან შემდგომ თავიანთ შვილს. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების დიდი თანადგომა, რომ მოზარდებმა ადვილად გადალახონ შეგუების პერიოდი და ყველა ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც მოუწევთ.
ფიზიკური ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანი იტყვის: მე თუ მცემდნენ, მეც ვცემ ჩემს შვილს.
მეორე შემთხვევაში კი, იტყვის: მე რომ მცემდნენ და მტკიოდა, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემს შვილს არ ეტკინოს.
ამ შემთხვევაში ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და მახასიათებლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დგას ამ პრობლემის წინაშე, რამდენად ხშირია განქორწინების შემთხვევა?

-მაგალითად, საუდის არაბეთში 13 წლის გოგონას უკვე აქვს გათხოვების უფლება. მე კი გადაჭრით ვამბობ, რომ ამ ასაკში გოგონა თოჯინებით უნდა თამაშობდეს და არა ნამდვილი ბავშვით. მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ცხოვრების ტემპის აჩქარებისა, ის მაინც ბავშვია და არცერთ შემთხვევაში არ არის დედობისთვის მზად.

თქვენი აზრით, ეს კანონი რა პლუსებს მოიტანს?

-ალბათ, მხოლოდ კანონის დონეზე თუ შეაჩერებს, მაგრამ მგონია, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რაღაც დოზით საუბრები ოჯახზე აუცილებელია, რათა ბავშვს გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს. ოჯახი მხოლოდ ტვირთი არ არის, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება, იყო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მათზე იზრუნო და მათგანვე იგივე მიიღო.

გვესაუბრეთ ადრეული ქორწინების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე…

-ზოგადად, ნაადრევი ქორწინება მაინც არასასურველი მოვლენაა. წყვილი ხშირ შემთხვევაში არ  არის მზად იმ მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისათვის, რასაც ოჯახის ინსტიტუტი ავალდებულებს. სწორედ ნაადრევ ქორწინებას მოჰყვება იმედგაცრუება, ცხოვრებისეული გამოუცდელობა, აუწყობელი კარიერა, შეწყვეტილი განათლება, სოციალური პრობლემები, საკუთარი ფინანსების არქონა და ა.შ. აქედან გამომდინარე, წყვილი იღებს სერიოზულ ემოციურ დატვირთვას, რომელსაც ისინი ვერ უძლებენ და გამოსავალს ისევ ოჯახის დანგრევაში ხედავენ.

რა რჩევას მისცემდით მოზარდებს?

-განათლების მიღებას ვურჩევდი, რადგან  განათლება უკვე პროფესიაა და მოზარდს გაუადვილდება, საკუთარი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. განათლების შეწყვეტა პიროვნული და პროფესიული განვითარების შანსის წართმევის ტოლფასია. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, მთავარია, საკუთარი საქმე ჰქონდეს. ჩვენს ყოფაში, მართალია,  ძალიან ძნელია სამსახურის პოვნა, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. ასე რომ, ჩემი აზრით, განათლების მიღება აუცილებელია.

მასალა მოამზადეს :   მეგი მაჭარაშვილმა და   თეო სელიმაშვილმა

FB კომენტარები

კომენტარი