ადამიანთა ოთხი ტიპი ანუ როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება საქმიანი მოლაპარაკებისას

122
SHARE

   ჟესტების ენა და ადამიანთა ფსიქოტიპის დეტალური შესწავლა, ბევრ თქვენგან გაუადვილებს საქმეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ტიპის ადამინთან ურთიერთობისას. განსაკუთრებით მაშინაა ეს ყველაფერი გამოსადეგი, როცა საქმე პოტენციურ დამქირავებელთან, პერსპექტიულ სპონსორ/ინვესტორთან ან უშუალო შეფთან გვაქვს. მერწმუნეთ ფსიქოლოგიის და ასტროლოგიის სინთეზი ბევრ რამეში დაგეხმარებათ. ასტროლოგია კი ამაოდ როდი გახლავთ მიჩნეული ფსიქოლოგიის „უმცროს დად“, ის თორმეტი ფსიქოტიპი რომელიც ზოდიაქოს ნიშნების სახით ასტროლოგიურ ციკლში ერთიანდება, მაქსიმალურ წარმოდგენას გქმნით თუ ვისთან გაქვთ საქმე. თუმცა არსებობს კონკრეტული მეთოდები, სხვადასხვა ტიპის ინდივიდებთან მიდგომის ხერხის სწორად შესარჩევად. ჩვენ ზუსტად ამ ხერხებს გთავაზობთ დღევანდე სტატიაში:

ტიპაჟი პირველი – საკვანძო ფრაზა „აბა რა ინფორმაცია გვაქვს მანდ? სასწრაფოდ გადმოალაგე, გისმენ!“

ზოდიაქოს სავარაუდო ნიშანი – ვერძი, მშვილდოსანი, ტყუპი.

ამ ადამიანს მუდამ ეჩქარება. თუმცა გახსნილია სიახლეებისთვის და მზადაა ყველას მისცეს შანსი. მისთვის დრო, ფულია. ამიტომ სამეფო მიღებას ნუ დაელოდებით მისგან. პერიოდულად საათზე იცქირება? ლაკონურად აუხსენით თქვენი გეგმები. ისაუბრეთ პირდაპირ და მოკლედ. თუკი შეხვედრაზე გთანხმდებათ ე.ი პოზიტიური რეზულტატის იმედი აქვს. ამიტომ ეფექტურად უნდა შესძლოთ „მისი აყვანა“. თუკი თავის სწორად შეფუთვა და საკუთარი მიზნების სწორად ახსნა არ შეგიძლიათ, დროს თქვენზე დიდხანს არ დაკარგავს.

ტიპაჟი მეორე – „და რა სარგებლობას მივიღებ მე აქედან?“

სავარაუდო ზოდიაქოს ნიშანი – ქალწული, ლომი, თხის რქა.

ამ ტიპის ადამიანები ნებისმიერ საქმიან წინადადებას წერილობითი ფორმით უკეთ აღიქვამენ ვიდრე ვერბალურად. საერთოდაც, ურთიერთობა პირადი მდივნის მეშვეობით ურჩევნიათ. მოსწონთ ოფიციოზი და საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმა. პირად შეხვედრაზე დიდი ხვეწნის შემდეგ გთახმდებიან. მაშინც შეუძლიათ საუბარი გაგაწყვეტინონ მოკლე რეპლიკით – „ დიახ, ვიცი. ინფორმირებული ვარ ამ თემაზე!“. არავითარ შემთხვევაში არ დაიბნეთ ამ დროს. რეალურად ეს ადამიანი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. უბრალოდ, მას ამ მეთოდით უნდა უფრო მსუყე ნაჭერი დაითრიოს და თქვენგან გაცილებით უფრო სარფიანი წინადადება მიიღოს. ნუ დაუწყებთ მას საკუთარი უპირატესობის მტკიცებას. მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი, ცდილობს საკუთარი პოზიციის აღმატებულება დაგანახვოთ. შეცვალეთ განლაგება, სთხოვეთ უფრო ახლოს მოიწიოს თქვენსკენ. მიზეზად ნებისმიერი რამ გამოიყენეთ – მაგ. ნოუთბუქის შესაერთებლად მის გვერდით დაჯდომის აუცილებლობა, ის რომ ხის საზურგიან სკამზე ზურგი გტკივდებათ. მოკლედ, მთავარია როგორმე შინაურულად მოუჯდეთ გვერდით და მაქსიმალური სიმტკიცით დაარწმუნოთ საკუთარი მოსაზრების სისწორეში. დროდადრო იუმორიც გამოიყენეთ. ასეთ ადამიანებს მარტივად განაიარაღებს დოზირებული სითავხედე და კარგი იუმორის გრძნობა.

ტიპაჟი მესამე – „თავაზიანი, რაფინირებული ქანდაკება“.

სავარაუდო ზოდიაქოს ნიშანი: მორიელი, სასწორი, კირჩხიბი.

ლაპარაკის მანერა დინჯი. სახე გამოქანდაკებული. მანერები უზადო. სიტყვებს ხანგრძლივად წელავს. თუკი შეხვედრაზე დაითანხმეთ ე.ი თქვენ შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია უკვე მოძიებული აქვს. შესაბამისად ნურასოდეს შეირცხვენთ თავს მასთან საკითხის ზედაპირული ცოდნით. თუკი შეუთანხმდით რომ შეხვედრა ნახევარი საათით გინდათ, ზუსტად ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენს მოსმენას აღარ გააგრძელებს. სასურველია თემაზე საბოლოო რეზიუმის სახით, ვრცელი წერილი მიწეროთ. ამ წერილს ფოტოგრაფიულად დაიმახსოვრებს. ხშირად გადაიკითხავს და აუცილებლად ჰკითხავს რჩევას ვინმე მესამე, კომპეტენტურ პიროვნებას. გამორიცხული არაა, კიდევ რამოდენიმე შეხვედრაც დაგჭირდეთ. იყავით მომთმენი. საქმე ამად ღირს! საუბრისას მაქსიმალურად აჰყევით მისი საუბრის ტემპს. სიტყვას ნუ ჩამოართმევთ, გულისყურით უსმინეთ და არასოდეს! არასოდეს დააგვიანოთ შეხვედრაზე.

ტიპაჟი მეოთხე „მოდი ყველაფერზე ვისაუბროთ პირადად“

სავარაუდო ზოდიაქოს ნიშანი – მერწყული, თევზები, კურო

თუკი პოტენციური ბიზნესპარტნიორი ან სპონსორი საკითხზე პირადად საუბარს და შინაურულ არაოფიციალურ გარემოს გთავაზობთ. შეხვედრის დაწყებისთანავე დაჟინებით მოითხოვს გადახვიდეთ მასთან „შენობით“ საუბარზე. ამ ადამიანს ძალზე სწრაფი აზროვნება და მოვლენების მყისიერი აღქმის ნიჭი აქვს. ის კარგად ერკვევა ფსიქოლოგიის რთულ ნიუანსებში, ამიტომ როცა თქვენს საუბარს ისმენს იცოდეთ რომ მის გონებაში თქვენი პიროვნების თავისებური „სკანირების“ პროცესი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ნუ მოგატყუებთ მისი შინაურული მიდგომა, ეს თავისებური ფანდია პოტენციური პარტნიორის განსაიარაღებლად. სიფხიზლე გამოიჩინეთ, ნუ „წამოეგებით“ მის თავაზიანობას, შეკითხვებზე მოკლედ და ლაკონურად უპასუხეთ. ზოგადად ეცადეთ რომ არ გასცდეთ ძირითადი საქმის არსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენგან ბევრ საინტერესო ინფორმაცია „ამოქაჩავს“ რასაც სამომავლო თანამშრომლობისას სათავისოდ (და არცთუ დადებითი კუთხით) გამოიყენებს. არ დაკარგოთ საკუთარ თავზე კონტროლი და იყავით მზად იმისთვის, რომ თქვენი პოზიცია რბილი ტონით, მაგრამ მტკიცედ დაიცვათ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიმსახურებთ ზემოთხსენებული ინდივიდის თვალში პატივისცემას.

FB კომენტარები

კომენტარი