ნორვეგიაში 92 წლის ქალი მოხუცთა თავშესაფრიდან „ბოიფრენდთან“ ერთად გაიქცა

ნორვეგიის ქალაქ ეიდსვოლში 92 წლის ქალი მოხუცთა თავშესაფრიდან გაიქცა. The Local.no-ს ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მანქანის პარკინგზე ამ ქალის ტანსაცმელი აღმოაჩინეს. თუმცა შემდეგ მისი ძებნა შეწყდა, ვინაიდან გაირკვა, რომ ქალი 87 წლის „ბოიფრენდთან“ ერთად სტოკჰოლმში გაემგზავრა.
„ეს ძალიან ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიაა. გაქცეულ ქალს კანონი არ დაურღევია, უბრალოდ მან ძალიან აგვანერვიულა“, – განაცხადა მოხუცთა თავშესაფრის უფროსმა იანკა ხოლსტადმა.
92 წლის შეყვარებულმა თავისი „ბოიფრენდის“ სახლში უკვე 10 დღე გაატარა. ის მოხუცთა სახლში დაბრუნებას დასვენების დღეებში აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები