დღეს მულტფილმ „ტომი და ჯერის“ 75 წელი „შეუსრულდა“ (ვიდეო)

 

ზუსტად 75 წლის წინ, 1940 წლის 10 თებერვალს უილიამ ჰანას და ჯოზეფ ბარბერას შექმნილი მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური სერიალის „ტომი და ჯერის“ პირველი ფილმი გამოვიდა. პირველ ფილმში ისევე როგორც დანარჩენ ფილმებში კატისა და თაგვის დაპირისპირება იყო ასახული.

თავდაპირველად კატას ჯასპერი, ხოლო თაგვს ჯინკსი ერქვა. მას შემდეგ რაც მულტფილმის გადაღებების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, მთავარ გმირებს უკვე ტომი და ჯერი უწოდეს. მულტფილმმა მალე დაიმსახურა მაყურებელთა მოწონება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

არსებობის მანძილზე მულტფილმი როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი 7 ოსკარით დაჯილდოვდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=C9EptaSy9E8[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები