ვინ დიზელმა თავი ყველას მებრძოლი – მაგარი ბიჭის როლებითა და დაკუნთული სხეულით დაამახსოვრა. 48 წლის მსახიობი ყოველთვის ფორმაში იყო, თუმცა მაგარმა ბიჭმა ახლახანს მისი სუსტი მხარე გამოავლინა. პაპარაცებმა ის მაიამის სასტუმროს აივანზე დაააფიქსირეს. ნამძინარევი მსახიობი აივანზე შორტის ამარა სიგარეტს ეწეოდა, თუმცა, მთავარი რამაც ფოტოგრაფების გაოგნება გამოიწვია, ეს მისი ფიზიკური აღნაგობის ტრანსფორმაცია გახდა. ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ერთ დროს კუნთოვანი ტორსი და მუცლის პრესი, ცელულიტების მასად გარდაქმნილა, მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერების სუპერგმირი კი, ღიპიან მამაკაცად გადაიქცა.
აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ათლეტიკურმა აღნაგობამ, იგი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების ერთერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცა. 21-ე საუკუნის დასაწყისში მან მთავარი რიოლები შეასრულა ფილმებში Pitch, The Chronicles of Riddick, The Fast and the Furious, xXx და A Man Apart. 2002 წელს ის სატელევიზიო მუსიკალური არხის MTV–ის პრემიით დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო საეკრანო გუნდი”, დომინიკ ტორეტოს როლისთვის ფილმში „ფორსაჟი“.
ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ვინ დიზელი, იგივე – მარკ სინკლერ ვინსეტი 1967 წლის 18 ივლისს, ნიუ–იორკის გრინვიჩ–ვილიჯის რეიონში, არც თუ ისე შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ის საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მორცხვი ბიჭი იყო. მას გარეგნობამ ხელი შეუწყო, რათა 17 წლის ასაკში მანჰეტენზე მდებარე ერთერთ პოპულარულ ღამის კლუბის დაცვაში სამუშაო დაეწყო. სწორედ მაშინ შეიცვალა მსახიობმა თავისი ნამდვილი სახელი „ვინ დიზელით“ და თავის გადაპარსვა დაიწყო. 1987 წელს ის ნიუ–იორკიდან ლოს–ანჟელესის დასაბყრობად გაემგზავრება, თუმცა ვინ დიზელის სამსახიობო ნიჭი ჰოლივუდში მაშინ სათანადოდ ვერავინ შეაფასა. თავისი პირველი როლი ვინ დიზელმა 1990 წელს პენი მარშალის დრამაში „გაღვიძება“ შეასრულა. მსახიობი, რომელმაც სანიტარის შეუმჩნეველი როლი ითამაშა, ტიტრებშიც არ იყო ნახსენები. ფილმი კი მოგვიანებით „ოკარის“ პრემიაზე იყო ნომინირებული. ვინ დიზელმა მთავარი როლი შეასრულა მისივე კინოფილმში– „რიკა“. არის პროდიუსერული კომპანიის One Race Productions დამფუძნებელიც.