კომპანია Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა, წლიური ბონუსის სახით, 957 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიამ თავის ხელმძღვანელს თანხა მადლიერების ნიშნად გადასცა. ლეი ცზიუნი თანხის დახარჯვას ქველმოქმედებაში აპირებს.
2018 წელს Xiaomi-ს სუფთა მოგებამ 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.