X Factor-ის დატოვების შემდეგ მალიბუ ტუღუში მიმართვას ავრცელებს

გუშინ მუსიკალური პროექტი “იქს-ფაქტორი” მალიბუ ტუღუშმა დატოვა. პროექტის დატოვებას კონკურსანტი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება:

“რა თქმა უნდა, სამწუხაროა ჩემთვის, რომ დავტოვე პროექტი, რადგან მინდოდა კიდევ უფრო ხშირად დამემტკიცებინა “იქს ფაქტორში” ის, რომ ის ადამიანები, ვინც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და სხვების დახმარების გარეშე იკვლევენ გზას, ღირსები არიან წინსვლის.
ეს არის სულ, ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე დავტოვებდი პროექტს. რა ვქნა, ვცხოვრობ მარტო ნაქირავებ ბინაში და ნამდვილად არ გამაჩნია შესაძლებლობა საკუთარი თავი გავიტანო ბოლომდე იქ, სადაც ფულია მთავარი. თუმცა ხელოვანი მდიდარია თავისი შემოქმედებით და არა ხორციელი სიამოვნებით, რასაც ფული ჰქვია.
იმ წამებში, როდესაც პროექტი დავტოვე თითქოს ყოველი ჩემი ახალი ნაბიჯი და ბრძოლა წყალში ჩაიყარა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი ახლა იწყება. მეგობრებო, მალიბუს ვერასდროს დაივიწყებთ. გპირდებით”, – წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები