Wi-Fi ჯანმრთელობისთვის საზიანოა

265
SHARE

ჩვენ გამუდმებით სხვადასხვა გამოსხივების არეალში ვცხოვრობთ. ჩვენს ირგვლივ არსებული ყველა ნივთი რაღაცას ასხივებს. ტექნიკური აპარატურის გამოსხივება და მაგნიტური ველი ბოლომდე შესწავლილი არასოდეს არ არის. თუნდაც, მობილური ტელეფონების. საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანიათ, სოლიდური კვლევები წლობით ჭიანურდება და ყველა იქით იხრება, რომ ეს გამოსხივებები მავნეა. დანიელმა მოსწავლეებმა კი დაამტკიცეს, რომ ვაი-ფაიც მავნეა. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს, რითაც დადდგინეს, რომ ვაი-ფაი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ნორჩმა მკვლევარებმა შენიშნეს, რომ როცა მთელი ღამით ტელეფონთან, ჩართულ ვაი-ფაისთან ეძინათ, დილაობით გონებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი შესუსტებული ჰქონდათ. ამის შემდეგ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს: სალათის ერთნაირი თესლები ორ ერთნაირ კონტეინერში ჩარგეს. ერთი ქოთანი იმ ოთახში დატოვეს, სადაც ვაი-ფაი იყო ჩართული, მეორე კი იქ, სადაც ეს მოწყობილობა არ იდგა.

მოზარდები 12 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ასეთი შედეგი მიიღეს: სალათის მარცვალი ვაი-ფაიან ოთახში არ აღმოცენდა.
გოგონების ამ დაკვირვებით მეცნიერებიც დაინტერესდნენ. კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი მათ უფრო სერიოზული ექსპერიმენტის ჩატარებას დაჰპირდათ.
სანამ მსჯელობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დიდ ხანს გაგრძელდება, გამორთეთ ხოლმე ვაი-ფაი, როცა დაძინებას აპირებთ და ეცადეთ, ეს მოწყობილობა საძინებელში არ გქონდეთ. ღამისა და მთელი დღის განმავლობაში მისი მოქმედება სასურველი არ უნდა იყოს.

წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი