Warner Brothers-მა საქართველოში ფილმი გადაიღო

57
SHARE

მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, Warner Brothers-მა, ქართულ კინოკომპანია ,,Nunki Entertainment”-თან ერთად, საქართველოში ფილმი გადაიღო.

Warner Brothers-ის სატელევიზიო „პროდაქშენმა“ გადაღებები 23 ივლისს, თბილისიდან დაიწყო, პროცესი დავით გარეჯში, ხარაგაულში, უშგულში, მესტიასა და ბათუმში გაგრძელდა.

Warner Brothers-ი ახალ სატელევიზიო რეალითი-შოუზე მუშაობს, რომლის ობიექტივში, ამჯერად, საქართველო მოხვდა. ფილმის რეჟისორი ჯასპერ გილია, პროდიუსერი კი, როლანდ პრინსენი გახლავთ.

სათავგადასავლო დოკუმენტური ფილმის სცენარის მიხედვით, ორი უცხოელი, ცნობილი სატელევიზიო სელებრითი Isa Hoes და Marc Marie Huijbregts საქართველოში მოგზაურობს და ეცნობა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას. Warner Brothers-ის გადამღებმა ჯგუფმა, 1 კვირის განმავლობაში, თითქმის მთელი საქართველო მოიარა, გადაღებებისას იყო რამდენიმე სპეციალური, სათავგადასავლო დადგმითი სცენაც, რომლის გადაღება 7 კამერით მიმდინარეობდა.

გადამღებმა ჯგუფმა ქვეყანა დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვა, მსახიობები და ფილმის შემქმნელები საქართველოს სილამაზით მოიხიბლნენ, მათი თქმით, ფილმი სწორედ ისეთი გამოვა, როგორსაც გეგმავდნენ.

საქართველოში გადაღებული სათავგადასავლო დოკუმენტური ფილმის ნახვას მაყურებელი 2016 წლის თებერვლის დასაწყისში შეძლებს.

1589eadd0d1c3f8c815d3f316631b0de

720 01-01 w

720 02-02 w

წყარო: http://www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი