Vogue ქართველი გოგონებით აღფრთოვანდა – თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის მოდელების ფოტოები (ფოტოკოლაჟი)
გამოცემა Vogue თბილისური Mercedes-Benz Fashion Week-ის ქართველი ახალგაზრდა მოდელების ფოტოებს აქვეყნებს. „კასტინგის აგენტებო, გაითვალისწინეთ: საქართველო სავსეა მომავალი თაობის მოდელებით. თუ ძიების პროცესში ხართ, თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის ბილიკებს არ უნდა გასცდეთ. აქ იყო უამრავი გოგონა დიდი ყვრიმალებით, ვარსკვლავური დალალებით და Blue Steel-ის უამრავი მაგალითი“, – წერს Vogue.
მედიასაშუალება საკუთარი 5 ფავორიტის ფოტოებსაც აქვეყნებს და გოგონების სახელებსაც აცნობს მკითხველს: ელენე მახარაშვილი, ლიკა რიგვავა, მარიამ სანოგო, თათია ახალაია და მარიშა ურუშაძე. „თვალი ადევნეთ აღმოსავლეთს. იქ უფრო მეტია სამოდელო პერსპექტივა, ვიდრე ნიუ-იორკში, პარიზსა და მილანში“, – აღნიშნავს Vogue.