მოდის სამყაროში ყოველწლიური, ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოვლება, Victoria’s Secret–ის შოუ წელს არ ჩატარდება. ამის მიზეზად ის უარყოფითი კამპანია და კრიტიკა სახელდება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში აგორდა. აღნიშნულის მიზეზი კი გახლავთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული შოუების განსაკუთრებით დაბალი რეიტინგი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ანგელოზმა, რომლებიც Victoria’s Secret–ის სახე იყო ოდითგანვე, იგი დატოვეს. იყო სხვადასხვა უკმაყოფილება, ახალმა სახეებმა კი ჯერჯერობით რეიტინგის მოპოვება ვერ შეძლეს.
Victoria’s Secret–ის მფლობელები მარკეტინგის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გამოსწორების აუცილებლობას ხედავენ და სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს შოუ არ ჩატარდება. სამომავლოდ კი ისინი ერთგულ კლიენტებსა და თაყვანისმცემლებს გრანდიოზულ ივენთს ჰპირდებიან.