Victoria’s Secret-ის სარეკლამო კამპანიის სახე დაუნის სინდრომის მქონე მოდელი გახდა

Victoria’s Secret-მა   სარეკლამო კამპანიის სახედ  დაუნის სინდრომის მქონე მოდელი სოფია ჯირა წარადგინა.

25 წლის  პუერტორიკოელი მოდელი სოფია ჯირა  ბრენდის კოლექციის, Love Cloud-ის ინკლუზიური რეკლამის სახე გახდა.

„ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, ბევრს ვშრომობდი და დღეს ჩემი ოცნება ახდა. ახლა შემიძლია ჩემი საიდუმლო გაგიზიაროთ. მე გავხდი დაუნის სინდრომის მქონე Victoria’s Secret-ის პირველი მოდელი“, – წერს სოფია.

ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი ზოი გროსმანი გახდა, რომელსაც მანამდე ირინა შეიკთან, სკარლეტ იოჰანსონთან და ბელა ჰადიდთან უმუშავია.

კომენტარები

სხვა სიახლეები