Victoria’s Secret -ის ანგელოზმა მილანის მოდის კვირეული დაჩრდილა (ფოტოკოლაჟი)

Victoria’s Secret-ის ლამაზმანი მირანდა კერი მილანში მოდის კვირეულზე სტუმრის სტატუსით ჩავიდა და უმალ ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. სუპერმოდელი მოდის კვირეულის დეფილეზე თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე მაქმანებიანი კაბით გამოცხადდა და გარშემომყოფებზე სრული ფურორი მოახდინა. მოდელი La Koradior -ის გაზაფხული/ზაფხულის 2016 წლის კოლექციის პრეზენტაციას დაესწრო. ბრილიანტებში და ბრენდულ კაბაში გამოწყობილმა გლამურულმა გოგონამ, როგორც დასავლური პრესა წერს, Fashion Week-ზე ჰოლივუდური ქალღმერთის შთაბეჭდილება დატოვა.

არანაკლები ეფექტი მან მომდევნო ჩვენებაზეც მოახდინა, როდესაც საზოგადოების წინაში წითელ, ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა. განსაკუთრებული მოწონება კი, სუპერმოდელის მოდურმა, Giuseppe Zanotti-ის ბრენდის 1220 ევროს ღირებულების ფეხსაცმელმა დაიმსახურა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

კომენტარები

სხვა სიახლეები