UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ყინულიან წყალში გადახტომის შედეგად თავი გაიტეხა (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თოვლიან წყალში გადახტომის შედეგად თავი გაიტეხა.

„მეგონა, თოვლიან წყალში ვხტებოდი, რადგან გუშინ არ იყო გაყინული… მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა… ახლა ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ“, – წერს დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი ბალანსი დადებითია (5-2). მან ბოლოს გასული წლის აგვისტოში იბრძლა, როდესაც ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები