U2-ს სოლისტმა, ბონომ კონცერტზე ხმის ჩაწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა (ვიდეო)

ირლანდიური ჯგუფის – U2-ს სოლისტმა, ბონომ ბერლინში კონცერტის დროს, ხმის დაკარგვის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბონოს მიმართვა თაყვანისმცემლებისადმი ჯგუფის ოფიციალურ ინსტაგრამზეა გამოქვეყნებული.
„არაჩვეულებრივ ექიმთან ვიყავი, მისი დახმარებით, შევძლებ მთლიანად აღვიდგინო ხმა ტურის დარჩენილ კონცერტებზე გამოსასვლელად. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ რაიმე სერიოზული პრობლემა გამოირიცხა“, – ნათქვამია ბონოს განცხადებაში.
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ბერლინში ჯგუფი კონცერტს 13 ნოემბერს გამართავს. მან თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა იმ ატმოსფეროსთვის, რომელიც კონცერტის შეწყვეტამდე სუფევდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ბერლინის კონცერტის შეწყვეტა იმის გამო მოუხდა, რომ ბონოს ხმა ჩაუწყდა. 58 წლის ფრონტმენი 20 წუთის განმავლობაში მღეროდა, ხოლო კომპოზიციის Red Flag Day-ის შესრულების დროს, პუბლიკას მისი ხმა უკვე აღარ ესმოდა.
U2 ევროპაში ახალ ტურს EXPERIENCE + INNOCENCE-ს წარმოადგენს. შემდეგი კონცერტები კიოლნში 4 და 5 სექტემბერს გაიმართება. როგორც მედიაში იწერება, დაგეგმილ კონცერტებზე თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები