Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე გოგონა დაიბადა (ფოტო)

483
SHARE

კომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე ფრანგმა ქალმა გოგო გააჩინა, როდესაც კონაკრიდან სტამბოლში მიფრინავდა.
ფეხმძიმე მგზავრი გვინეელი დიაბი ნაფია. იგი საფრანგეთის მოქალაქეა. მას სამშობიარო ტკივილები თვითმფრინავში დაეწყო.
ბორტის პერსონალმა მშობიარობა მიიღეს და ახალდაბადებულ გოგოს სახელი კადიჯუ დაარქვეს.
როგორც კომპანიის პერსონალი აცხადებს, ყველა ღელავდა და როდესაც ბავშვი გაჩნდა თვითმფრინავის კაპიტანს სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა.
მან სასწრაფო დაშვება ბურკინა ფასოში განახორციელა და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


FB კომენტარები

კომენტარი