TOP 3 ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც გაგიჟება არ ემუქრება

რო­გორ ფიქ­რობთ, მყა­რი ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი ხართ? ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხში­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნა ბევრ მათ­განს აკარ­გვი­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ემო­ცი­ე­ბის ფლო­ბის უნარს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი:

კირჩხი­ბი – ალ­ბათ გიკ­ვირთ მო­ტი­რალ-მოს­ლუ­კუ­ნე კირჩხი­ბის სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა. დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ სა­ნამ სტა­ტი­ას ბო­ლომ­დე არ ჩა­ი­კი­თხავთ. მარ­თლია, კირჩხი­ბი საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია და ამა­ზე არც არა­ვინ და­ვობს, მაგ­რამ მას და სხვას არა­ვის ხე­ლე­წი­ფე­ბა პირ­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი შო­კის შემ­დგომ გა­სა­ო­ცა­რი “თვით­გა­დარ­ჩე­ნის პროგ­რა­მა” აა­მუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­დეს. კირჩხი­ბი, რო­მელ­საც დრო საკ­მა­რი­სად აქვს სა­კუ­თა­რი უიღ­ბლობს გა­მო­სა­ტი­რებ­ლად სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მის სრულ ლიკ­ვი­და­ცი­ას მო­ა­ხერ­ხებს ისე, რომ სხვებ­საც იხ­სნის გან­საც­დე­ლის­გან.

მო­რი­ე­ლი – მისი ნე­ბის­ყო­ფა რკი­ნი­სე­ბუ­რია და ამას ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი და­ა­დას­ტუ­რებს. თუმ­ცა, რაღა თქმა უნდა, უნე­ბის­ყო­ფო და სო­ცი­ო­ფო­ბი მო­რი­ე­ლე­ბიც გვხვდე­ბი­ან, მაგ­რამ დღეს ჩვენ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ზე არ ვსა­უბ­რობთ. ჭეშ­მა­რი­ტი მო­რი­ე­ლი ტან­ჯვა­სა და გან­საც­დელს არა­სო­დეს უშინ­დე­ბა. მათი დე­ვი­ზია “ყვე­ლა პრობ­ლე­მას ორი უე­ბა­რი წა­მა­ლი აქვს – დრო და სი­ჩუ­მე”. მო­რი­ელს ძალა შეს­წევს ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მშვი­დად, მდუ­მა­რედ და ჯი­უ­ტად აი­ტა­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­ჭირ­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას კი არ გას­ტეხს სუ­ლი­ე­რად, პი­რი­ქით მას­ში პი­როვ­ნულ ზრდას გა­მო­იწ­ვევს და სუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს აუ­მაღ­ლებს.

თხის რქა – სი­ჯი­უ­ტე, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და გა­სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბა ამ ხალ­ხის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ბავ­შვო­ბა­ში თხის რქე­ბი ხში­რად ავად­მყო­ფო­ბენ და ვე­რა­ვინ იტყვის თუ ამ მუდ­მი­ვად და ავად­მყო­ფუ­რად მო­ბუ­ზუ­ლი ბავ­შვის­გან სა­მო­მავ­ლოდ ასე­თი ამ­ტა­ნი ინ­დი­ვი­დი გა­იზ­რდე­ბა. თხის რქა კარ­გი კო­ნი­ა­კი­ვი­თაა – რაც უფრო ემა­ტე­ბა წლე­ბი, მით უფრო უკე­თე­სი ხდე­ბა. რო­გორც სუ­ლი­ე­რად ისე ფი­ზი­კუ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. ამი­ტომ მას არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის, სხვი­სი ტვირ­თის აღე­ბაც კი ხე­ლე­წი­ფე­ბა თა­ვის თავ­ზე.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები