TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ლამაზდება

ასტროლოგები თვლიან, რომ გარეგნული მომხიბვლელობის პარალელურად ქალი ნებისყოფასა და სიბრძნესაც უნდა ფლობდეს საიმისოდ, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში მამაკაცების სიმპათია დაიმსახუროს. ასეთი კი ყველა ზოდიაქოს ნიშანი არ გახლავთ. დღეს მინდა იმ ოქროს სამეულზე გესაუბროთ, რომელსაც ძლიერ ნებისყოფასთან ერთად კარგი გემოვნება და ხასიათის დადებითი შტრიხები უწყობს ხელს იმაში, რომ წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო მომხიბვლელი გახდეს…
ტყუპი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს, ძირითად შემთხვევაში მუდმივი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში თავად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ქალი ტყუპი იშვიათად იტვირთავს თავს ზედმეტი დადრით და განცდებით, სტრესი და ნერვიულობა კი მოგეხსენებათ სახის კანის პირველი მტერია. გარდა ამისა, ტყუპი ყოველთვის ბავშვებად რჩებიან შინაგანად, რის გამოც მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ დიდი პრობლემების გადატანის შემდეგაც ხალასი, სუფთა და ოპტიმისტურია. ისინი ხშირად იცინიან და წვრილმანებით ბედნიერების განცდის ნიჭი გააჩნიათ – ეს ყველაფერი კი მათ ვიზუალურ იმიჯზეც აისახება დადებითად.
ქალწული – ალბათ არცერთი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი არ აქცევს ყურადღებას კვების, ძილის და ფიზიკური დატვირთვის დოზირებას ისე, როგორც ქალწული. ქალი, რომელიც ქალწულის ნიშნით იბადება, იშვიათადაა გადამეტებულად ვულგარული ან პრანჭია, თუმცა, მას აქვს გასაოცარი უნარი მოუაროს თავს და საკუთარი სხეული გაანებივროს კარგი კოსმეტიკით, ხშირი ძილით, ჯანსაღი საკვებით და მოვლით. ამიტომ ქალწულები წლების მატებასთან ერთად არათუ კარგავენ ჩვეულ შარმს ან მომხიბვლელობას, პირიქით გამოიყურებიან გაცილებით უკეთ ვიდრე შორეულ თინეიჯერობისას.
თხის რქა – ასტროლოგები თხის რქებს ხშირად კონიაკს ადარებენ – რაც უფრო მეტია მათი ხანდაზმულობის ვადა, მით უფრო უკეთესები ხდებიან ისინი როგორც ვიზუალურად, ისე გონებრივად. ახალგაზრდობაში ბევრი ქალი თხის რქა აღიქვამს თავს საძაგელ იხვის ჭუკად. ისინი, როგორც წესი, მოვალეობის მკაცრი გრძნობით იზრდებიან და ძირითადად სწავლაზე არიან ორიენტირებული, მაშინ როცა თანატოლი გოგონები ხელთათმანებივით იცვლიან შეყვარებულებს. სამაგიეროდ, ორი ათეული წლის შემდეგ, როცა ზემოხსენებული თანაკლასელები ოჯახური უღელით დაღლილ-გასავათებულები, აბსოლუტურად უღიმღამოდ გამოიყურებიან, თხის რქა ძალას იკრებს და საკუთარი თავის ფასს ზუსტად ამ დროს სწავლობს. იგი ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება, უვლის თავს, აკონტროლებს ემოციებს და საბოლოო ჯამში იღებს ჯილდოდ ღირსეულ მამაკაცს, რომელიც მის უნიკალურობას აუცილებელად დააფასებს.

წყარო: pip.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები