TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც პარტნიორს ტანჯავს

106
SHARE

გაგიგონიათ ალბათ ფრაზა – “გცემს, ე.ი. უყვარხარ”. ჩვენ რეალობაში რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ევროპელები ვართ, სამწუხაროდ ისევ აქტუალურია სუსტი სქესის ჩაგვრის საკითხი; ზოგჯერ ეს ცემა მაინცდამაინც მუშტი-კრივის სახით არ გამოიხატება, მაგრამ ემოციური მანიპულაცია არანაკლებ ზიანს აყენებს ქალის ფსიქიკას პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. თუმცა, აქვე გაგახსენებთ, რომ იმასაც ამბობენ “მელას, თავისი მაღრჩობელა უყვარსო” და… მოკლედ, რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ. სამყარო ჩვენკენ ზუსტად იმ მოველენებს და ადამიანებს იზიდავს, რომლის დუბლიკატიც ან შეფარული მოდელიც თავადვე არსებობს ჩვენში. დღეს გვინდა ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცები გაგაცნოთ, ვისთვისაც “ტანჯვა” და “სიყვარული” ხშირად სინონიმებია, მათი უმეტესობა ხშირად გამოირჩევა პარტნიორების მიმართ სასტიკი მოპყრობით ან უბრალოდ მოსწონს საყვარელ ქალზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია.

ტყუპი – ალბათ გგონიათ, რაკი ჰაერის ნიშანია და თანაც მერკურის შვილი, სისასტიკე მისი ხასიათისგან შორს უნდა იყოს. თუმცა, არ გახლავთ ასე. ტყუპი მამაკაცის შემთხვევაში სისასტიკე მისი ზედაპირული ხასიათის ბრალია, რომლის მეშვეობითაც იგი ძალიან მალე იცვლის ინტერესის ობიექტებს და ყოფილ პარტნიორს ამით გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს თავმოყვარეობაზე. ტყუპი ცვალებადი მამაკაცია, ამიტომ დღეს თუ სიყვარულით იწვოდა, ხვალ შესაძლოა ცივად მოგესალმოთ ქუჩაში, ან სულაც დაავიწყდეს ამის გაკეთება. იგი მარტივად ახერხებს ახალი რომანების გაბმას; უფრო მეტიც, პარალელურადაც ოსტატურად შეუძლია ერთდროულად ესიყვარულოს ორ ქალს. ნუ დაგავიწყდებათ მისი მმართველი ხომ პლანეტა მერკურია, თავად ტყუპის სიმბოლო კი გაორებული მარჩბივი ასე რომ, მყარი ნერვები თუ არ გაქვთ, აჯობებს ცხოვრება ტყუპს არ დაუკავშიროთ.

მორიელი – ალბათ ყველაზე აუტანელი და სასტიკია ჩამოთვლილ სამეულში, იმიტომ რომ მისი ყველა მანევრი და ნაბიჯი ყოველთვის კარგად გათვლილ სტრატეგიას ემყარება. მორიელი საშიში მაცდუნებელი და სექსუალურად საშინლად მომხიბვლელი მამაკაცია. მისთვის სექსი პარტნიორზე მანიპულაციის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია, იმიტომ რომ როგორც წესი, სექსში ეს მამაკაცები დაუვიწყარი და შეუდარებელი არიან. ბევრი მორიელი ზუსტად ამ ფაქტორის გათვალისწინებით ახერხებს “ხელზე დაიხვიოს” ინტერესის ობიექტი ქალი, რის შედეგადაც გამიზნულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს ამ უკანასკნელის ფსიქიკას. სხვის ფსიქიკაზე და ემოციებზე თამაში კი მორიელის საყვარელი საქმიანობაა
თევზები – ერთი შეხედვით ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ უნდა იყოს ეს რბილი და გალანტური კაცი ქალების ტანჯვის საბაბი. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით მალე ამოიცნობთ ამ კითხვის პასუხს. საქმე იმაშია, რომ მმართველი პლანეტა ნეპტუნის გავლენით თევზი მამაკაცები ერთობ რთული, პრეტენზიული და ამოუცნობი ინდივიდები არიან. ბევრ მათგანს თავად ვერ გაუგია რა სურს ცხოვრებისგან, ამასთან ერთად ხათრიანი ბუნების გამო თევზი ხშირად აბამს ორ ან სამ რომანს პარალელურად, თანაც ისე, რომ ურცხვად აღიარებს ამას. მისთვის მისაღებია ფაქტი საყვარელმა ქალებმა ერთმანეთში იმეგობრონ კიდეც. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი დათანხმდება ამას?

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი