The Times-ის ინფორმაციით, ჯგუფ Queen-ის ცოცხალი წევრების მიერ მოგროვილი კაპიტალი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქონებას აღემატება.
გამოცემა წერს, რომ ფილმის „ბოჰემური რაფსოდიის“ გამოსვლის შემდეგ, ჯგუფის წევრების შემოსავალი ბევრად გაიზარდა. სტატიის ავტორი ამ ყველაფერს საოცარ დამთხვევასა და შოკისმომგვრელ ამბავს უწოდებს.