Tbilisi open air – ის ერთ-ერთი მონაწილე ვანო გოგიშვილი საკუთარ შთაბეჭდილებებს ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გადმოსცემს.
“ძალიან მაგარი მომენტები გაიჩითა გამთენიისას. რამდენიმე პიროვნებამ შემოპარვა სცადა და დაცვა ხან ერთი მხრიდან მისდევდა რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე, ხან მეორედან. ასეთი მაგარი ღონისძიებაა “ოუფენ ეარი”. ყველას უნდა დასწრება“, – წერს ფეისბუქზე ვანო გორგიშვილი.
Tbilisi open air – ის დევიზია: „Music breaks free“. უამრავ ადამიანს მუსიკა აერთიანებს, გაშლილ სივრცეებს ედებიან და შუაგულ მინდორში ღიმილიან სახეებს ხვდები.
კონცერტის დაწყებამდე სასიამოვნო განწყობას ქმინს Golden stage, რომლის სცენაზეც 4 ივლისს ჯგუფი „არა“, „Green Room ft. Dato Lomidze “ და Erekle Deisadze & Vinda Folio მსემენლის წინაშე წარსდგა. ბართან საჭმლისა და სასმელის ფასით უკმაყოფილო არავინ რჩება.
3 ივლისისგან განსხვავებით, 4 ივლისის საღამოს გრილი ნიავი ყველას სიამოვნებს. Main Stage-ზე ქართველი შემსრულებლები ანგრევენ სტერეოტიპებს, თურმე ქართული მუსიკაც შეიძლება იყოს ხარისხიანი და გემოვნებიანი. მსმენლის გულებამდე თითქმის ყველა ბენდმა მიაღწია, The mins-ის სიმღერის ტექტსტებს ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, Gravity -ის ინსტრუმენტალურმა შესრულებამ და ვოკალისტი გოგონას ცეკვამ სცენაზე ბედნიერების, სიხარულისა და გაოცების შეძახილები გამოიწვია. ვფიქრობ, ხალხიდან წასულმა ემოციამ არტისტებიც გააკვირვა.
დადგა ჟამი იმ ბენდის გმოსვლის, რომელსაც შეიძლება ითქვას აბსოლუტურად ყველა ელოდა. Archive… რამდენიმე ნასვამ ადამიანზე ამ წამმა იმდენად იმოქმედა, რომ სცენასთან რაც შეიძლებოდა ახლოს მისვლა მოინდომა და სულ არ ადარდებდათ რომ ამდენ ხალხში ჭყლეტვასა და უჰაერობას იწვევდნენ. დაცვის შენიშვნებმა მათზე საერთოდ არ იმოქმედა და „ფანის“ იმპულსებს დამორჩილდნენ.
ჩემს მეგობარს გული სწორედ ამ დროს წაუვიდა. თავისუფლება ხანდახან სახიფათოა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ზნედაცემულობასა და ამორალურობაში გადასდით.
Archive-ის შესრულებამ ყველას დაავიწყა მომხდარი. მათი მუსკია ნარკოტიკივით იყო ადამიანთა გონებაში. მუსიკისაგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო და არც არავინ ფიქრობდა ამაზე. ბენდმა შეასრულა ყველასთვის კარგად ცნობილი ჰიტები როგორიცაა Fuck You, Bullets, Distorted Angels, Lights და სხვა. კონცერტის დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თავიანთ გვერდზე მადლობა გადაუხადეს თბილისს და უკან დაბრუნების დიდი სურვილი გამოთქვეს, „Thank you, Tbilisi! It was a beautiful night and we can’t wait to come back!“.
ლექსო მიგრიაული