Spice Girls მსოფლიო ტურნეს ვიქტორია ბექჰემის გარეშე იწყებს (ვიდეო)

ბრიტანული პოპჯგუფი Spice Girls საკონცერტო საქმიანობის აღდგენას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება „ტვიტერში” ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა.
“ჩვენ ტურნეში მივდივართ! საოცრად გვიხარია გამცნოთ, რომ მსოფლიო ტურს – „Spice World“ ვიწყებთ. ბილეთები გაყიდვაში ამ შაბათს ( 10 ნოემბერს) ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ჩაეშვება”, – წერია განცხადებაში.
იმის შესახებ, რომ ჯგუფი აღდგენას გეგმავს, მედია აქამდეც წერდა. თუმცა, როგორც დაანონსებული ტურნეს ფოტოსურათებში ჩანს, ჯგუფს ვიქტორია ბექჰემი არ შეუერთდა. თუმცა, მანამდე ჯგუფის სხვა მონაწილე – მელანი ბრაუნი ამბობდა, რომ აუცილებლად დაითანხმებდნენ ვიქტორიას.
Spice Girls- ის ისტორია 1994 წელს დაიწყო. ჯგუფმა მსოფლიო პოპულარობა ორი წლის შემდეგ მოიპოვა. მათი ჰიტი Wannabe მუსიკალური ჩარტების მწვერვალზე მოხვდა. ჯგუფი 2000 წელს დაიშალა, შემდეგ კი ორჯერ აღდგა. გოგოები ბოლოს ერთად ლონდონის საზაფხულო ოლიმპიური თამაშების დახურვაზე გამოვიდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=KmdZdZmuy5I&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები