Spice Girls-ის წევრმა აღიარა, რომ ჯგუფის მეორე წევრთან ლესბოსური ურთიერთობა ჰქონდა

51
SHARE

“Spice Girls-ის მონაწილემ, რომელიც “მელ ბის” ფსევდონიმით გამოდიოდა, ერთ-ერთ გადაცემაში მოყვა, რომ ჯგუფის წევრ გოგონასთან ლესბოსური ურთიერთობა ჰქონდა. მელ ბიმ აღიარა, რომ ერთად მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს. როგორც აღმოჩნდა, მან ჯერი ჰოლიუელი, „Ginger Spice” იგულისხმა. „ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ეს უბრალოდ მოხდა. რა თქმა უნდა, ამის მერე შევძულდები, რადგან ის ახლა ისეთი დიდებულია თავის ვილაში ქმართან ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტია. ჩვენ მერე, უბრალოდ, ვიცინეთ ამის გამო”, – განაცხადა მელანი ბრაუნმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მის მეწყვილეს, ჯერი ჰოლიუელს შესანიშნავი მკერდი აქვს. ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილემ, მელანი სიმ, რომელიც, ასევე, სტუდიაში იყო, ურჩია მას, „პირი დახუროს“. მისი თქმით, მან ამ სექსის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა. როგორც ცნობილია, ჯერი ჰოლიუელი, მუსიკალური კარიერის დასრულების შემდეგ, ცოლად გაყვა „ფორმულა-1-ის” მრბოლელს, კრისტიან ჰორნერს.

FB კომენტარები

კომენტარი