SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „SPAR“ საქართველოს საცალო ვაჭრობაში ახალ ფორმატს ამუშავებს: უბნის ფორმატის მარკეტშივე ინტეგრირებული კაფეს სივრცე. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით სახლთან ახლოს ფორმატის მარკეტში არსებული მინი კაფეს სივრცე დღეს მსოფლიო საცალო ვაჭრობაში კარგად დამკვიდრებული ტენდენციაა. „თანამედროვე მომხმარებელი ძალიან დაკავებულია, მას მუდმივად ეჩქარება. დღის განმავლობაში ადამიანმა ბევრი რამე უნდა მოასწროს. კვებისთვის ხშირად დრო არ გვრჩება და ეს ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. სპარის მარკეტებში ჩვენ ტრადიციულ ვაჭრობას დავუმატეთ დასვენების, დროის კომფორტულად გატარების კომპონენტები-რათა მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ჩვენი მომხმარებლისთვის ყოველდღიური შოპინგი- აცხადებენ „სპარ“ საქართველოში.
ოქტომბერში სპარმა ვაკეში და დიღომში უკვე გახსნა ორი მარკეტი, სადაც ინტეგრირებულია კაფეს სივრცე. სპარში კაფეს სივრცე აღჭურვილია უფასო wifi-ით და კვების წერტილით. შესვენების დროს, როდესაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიარონ სამსახურთან არსებულ უახლოეს სპარში და დააგემოვნონ სპარის წარმოებული პროდუქცია: პიცა, კრეპი, პურ-ფუნთუშეულობა, ცხელი და ცივი კერძები. აღსანიშნავია რომ მზა კერძებზე საღამოს 8 საათიდან სპარის ქსელში მოქმედებს დღის ბოლო ფასდაკლება.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები