“Sex and the City”-ის მსახიობის კიმ ქეთრელის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

კანადელმა სამართალდამცველებმა, 55 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით “Sex and the City”-ის მსახიობის კიმ ქეთრელის ძმაა.
კიმ ქეთრელმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ძმა დაიკარგა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში კანადის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 55 წლის მამაკაცის გვამი, მის ბინაში აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. პოლიციის განცხადებით, გამოძიება გაგრძელდება. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
მსახიობმა სოციალური მედიის მომხმარებლების მიმართ პატივისცემა გამოთქვა და მხარში დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები