ფლაგმანური სმარტფონის „Samsung Galaxy S9“-ის ფასი ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედის – „Galaxy S8“-ის ფასი.სამხრეთ კორეაში ახალი მოდელი 890-935 დოლარი ეღირება, როდესაც წინა მოდელის ფასი 875 დოლარი იყო.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში „Galaxy S9“ და „S9 Plus“-ის წინა ნაწილების გამოსახულება გავრცელდა, რომლებიც პორტალმა «Venture Beat»-მა გამოაქვეყნა. ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ორივე სმარტფონს მსგავსი დიზაინი, სენსორების წყობა, სელფის კამერები და ბიომეტრიული განბლოკვის სისტემა აქვს.
ამას გარდა, მათ არა აქვთ ღილაკი „Home”. მოდელებს დისპლეის სხვადასხვანაირი ზომა გააჩნია, მთავარი 12-მეგაპიქსელიანი კამერას ჩქაროსნული გადაღების ფუნქცია ექნება (480 კადრი წამში).
„Samsung“-ი ორივე ტელეფონს 25 თებერვალს წარმოადგენს, ერთი დღით ადრე ბარსელონაში გასამართ „Mobile World Congress“-ის გამოფენამდე.
სხვა სიახლეები