„Samsung” მძღოლებისთვის ავტომოპასუხის სპეციალურ ფუნქციას შექმნის

კომპანია „Samsung” პროგრამას In-Traffic Reply-ს შექმნის, რომლის მთავარი მიზანი ავტომობილის და ველოსიპედის მართვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
გამოცემა Mashable-ს ინფორმაციით, პროგრამა ინფორმაციას სმარტფონის სენსორებიდან და GPS-დან მიიღებს. თუ ის აღმოაჩენს, რომ სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, მაშინ შემოსული ზარის საპასუხოდ ავტომატურად გააგზავნის SMS-ს – „ამჟამად საჭესთან ვარ და ვერ გპასუხობთ“.
ამჟამად პროგრამა ჰოლანდიაში ტესტირებას გადის. პროგრამის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები