მომღერალმა რიანამ და Samsung-მა საერთო სარეკლამო კამპანია წამოიწყეს. კამპანია ინტერაქტიული რეკლამისგან და თამაშისგან შედგება, რომელიც მომღერლის ახალი ალბომის Anti-ის გამოსვლას უკავშირდება.
ვიდეორგოლი სახელწოდებით „ოთახი №7: ოფისი“, სიურეალისტურ ელემენტებს მოიცავს. ვიდეორგოლში კომპანია Samsung-ის რეკლამირებისთვისაც მოიძებნა ადგილი. მომღერალმა Samsung-თან 25- მილიონიანი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.
საიტზე antidiary.com შეძლებთ რიანას კლიპის ციხესიმაგრის ვირტუალურ დათვალიერებას. ციხესიმაგრეში მოძრაობის დროს შესაძლოა, ვიდეორგოლის ახალ ნაწილს წააწყდეთ და სიმღერას პირველმა მოუსმინოთ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]