repetitors.ge – რეპეტიტორის მოძიების საუკეთესო საშუალება

72
SHARE

განათლება ერთადერთი საგანძურია, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ამ საგანძურს  ფასი დღითიდღე ემატება  და საბოლოო ჯამში ადამიანის წარმატებისა და კეთილდღეობის გარანტი ხდება. აქედან გამომდინარე, თუ თუ თქვენ არ გაქვთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ სხვა თქვენზე უფრო წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული სასწავლებლების უმრავლესობა ვერ იძლევა ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას, გაიზარდა კერძო რეპეტიტორებზე მოთხოვნილება. პროფესიონალი რეპეტიტორის პოვნა კი  მარტივი საქმე არ გახლავთ – მოსწავლეს ან მის მშობელს უწევს ჯერ ნაცნობებ-მეგობრებში მოიკითხოს კარგი რეპეტიტორი, შემდეგ ფასსა და სხვა პირობებზე მიდის მოლაპარაკება და ა.შ.
ვებ-გვერდი http://repetitors.ge/-ს შექმნის ერთ-ერთი მიზეზიც  სწორედ რეპეტიტორების ძიების ხანგრძლივი და დამღლელი პროცესის გამარტივებაა. გარდა ამისა, ხდება საიტზე დარეგისტრირებული პედაგოგების ცნობადობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს უწყობს მათ დასაქმებას.
http://repetitors.ge/-ზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების პედაგოგს, მათ შორის ახალგაზრდა სტუდენტებსაც. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დარეგისტრირების მარტივი პროცესის გავლა, რომელიც ითვალისწინებს  სარეგისტრაციო გვერდზე გადასვლას და ანკეტის შევსებას შესაბამისი ინფორმაციის მითითებით. პირად გვერდს, სადაც ასახულია პედაგოგის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მიმართვის ტექსტი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პედაგოგის მაძიებელი მოსწავლე თუ მისი მშობელი, შემდგომში, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
რაც მთავარია, საიტზე დარეგისტრირება და ინფორმაციის განთავსება სრულიად უფასოა. თანხის გადახდა პედაგოგს უწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმატებით შედგება კომუნიკაცია ვებ-გვერდის ადმინისტრაციასთან კონტაქტზე გამოსულ მოსწავლესთან. მოსწავლის აყვანის შემთხვევაში, პედაგოგი იხდის საკომისიოს – 40 ლარს, რაც დაახლოებით 2-3 გაკვეთილის თანხას უდრის და მოსწავლის დიდი ხნით აყვანის შემთხვევაში, პედაგოგისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი გაღება.
რაც შეეხება რეპეტიტორის მოძიების საკითხს, იგი საკმაოდ მარტივია – საიტზე დანერგილია რეპეტიტორის ძიების მარტივი და ეფექტური ძიების სისტემა, რომლითაც მოსწავლეს შეუძლია ამოირჩიოს სასურველი პედაგოგი მისთვის მისაღები პირობების მიხედვით, იქნება ეს ფასი, ადგილი, სწავლის მეთოდიკა თუ სხვა. ასევე, თუკი მოსწავლეს, რაიმე მიზეზის გამო უჭირს დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება, მას შეუძლია მიმართოს საიტის ადმინისტრაციას დახმარებისათვის ან თავად საიტიდან, ან სატელეფონო კავშირით. დეტალების დაზუსტების შემდეგ ორივე მხარესთან, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უკავშირდება დამკვეთს(ამ შემთხვევაში მოსწავლეს ან მის მშობელს) და გადასცემს არჩეული რეპეტიტორის საკონტაქტო მონაცემებს. ამავდროულად რეპეტიტორს პოტენციური მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები გადაეცემა.
ვებ-გვერდზე დანერგილია რეიტინგების სისტემა (ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი მხოლოდ ადმინისტრაციისთვის), რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას გამოავლინოს წარმატებული პედაგოგები, რომლებიც პირველ რიგში პედაგოგიურობის მაქსიმალური ეფექტურობით და ვებ-გვერდის ადმინისტრაციასთან მაღალი პასუხისმგებლული მიდგომით იჩენენ თავს. ბუნებრივია, რეიტინგულ პედაგოგებს მოსწავლეების „აყვანის“ შანსი გაცილებით მეტად ექნებათ.
ასე რომ, ვებ-გვერდი http://repetitors.ge/ პოტენციური მომხმარებლების (მოსწავლეებისა და პედაგოგების) განსახორციელებელი მიზნების ხორცშესხმის ალბათობის ზრდას, ცხოვრების ხარისხის მომატებას და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების გზაზე მყარად და ღირსეულად დგომას ემსახურება.

(R)

 

FB კომენტარები

კომენტარი