repetitors.ge – გახდი უფრო წარმატებული ვიდრე დღეს ხარ!

97
SHARE

http://repetitors.ge/ ქართული ვებ-გვერდია, რომელიც საშუალებას აძლევს პედაგოგ-მასწავლებლებს მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების უფასო რეკლამირება და იქონიონ ქვეყნის მასშტაბით მოსწავლე თუ მათ მშობელთა აუდიტორიაზე წვდომა, ხოლო მოსწავლე-აბიტურიენტებს თუ მათ მშობლებს სასურველი რეპეტიტორის სახლიდან გაუსვლელად არჩევაში ეხმარება.
თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტის საშუალებით რეკლამის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სვლაა, რადგან დღეს საქართველოს 1.5 მლნ ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, რაც მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ზუსტადაც სოციალურ-საზოგადოებრივად აქტიური ნაწილია – ნახევარ მოსახლეობაზე გავდივათ, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყნის მოსახლეობის და პრინციპში ინტერნეტ მომხმარებლის ძირითადი მასა თბილისშია კონცენტრირებული, გამოდის, რომ ინტერნეტ სივრცეში პიარ-რეკლამით დაახლოებით 75%-ზე გეძლევათ პოტენციურად ხმის მიწვდენის საშუალება!

თუ ხართ რეპეტიტორი და გსურთ საკუთარი ცნობადობის ამაღლება და ფართო აუდიტორიაზე წვდომა, გირჩევთ უფრო აქტიურად გამოიყენოთ ინტერნეტ რესურსები, მათ შორის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება – http://repetitors.ge/ . გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და განათავსეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მასზე, რაც დაგეხმარებათ თქვენი პროფესიული საქმიანობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში.
ვიმეორებთ, თანამშრომლობის მსურველი რეპეტიტორებისთვის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და პირადი ინფორმაციის განუსაზღვრელი დროით განთავსება უფასოა!
ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ პედაგოგს თანხის გადახდა უწევს (2-3 გაკვეთილის საფასურის) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვებ-გვერდის ადმინისტრაციისგან გაგზავნილ მოსწავლესთან წარმატებული კომუნიკაცია შედგება და პედაგოგი მას „აიყვანს“.
თავის მხრივ, საიტი repetitors.ge პერმანენტულად ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიებს ინტერნეტ სივრცეში – ფეისბუკის მეშვეობით, ინტერნეტ-მედიასთან მჭიდრო კავშირით და არა მარტო, რის შედეგადაც მისი ცნობადობა გეომეტრიული პროგრესიით დღითი-დღე მატულობს. შესაბამისად, მატულობს ცნობადობა საიტზე განთავსებული მასწავლებელ-რეპეტიტორებისა.
ასე რომ, დარეგისტრირდით http://repetitors.ge/ -ზე და თქვენს შესახებ ათასობით ადამიანი შეიტყობს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ უფრო წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიდრე დღეს ხართ!

(R)

FB კომენტარები

კომენტარი