Puma-ს ახალ სპორტულ ფეხსაცმელს „ჰიტლერები“ დაარქვეს, რადგან ის დიქტატორს მიამსგავსეს

Puma-მ სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი შექმნა და მისი ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, რადგან ხალხმა ის ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

ქალის ფეხსაცმლის მოდელი, რომელსაც Storm Adrenaline-ი ჰქვია, შავ, თეთრ და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში განიხილავენ, ფეხსაცმლის ყელისა და ენის დამსახურებით, ის ძალიან ჰგავს ჰიტლერს.

ფეხსაცმლის ღირებულება, ამ დროისათვის, 45 ამერიკული დოლარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები