PR ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგან მარკლსა და პრინც ჰარის შეუძლიათ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავური წყვილი გახდნენ

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შეუძლიათ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავური წყვილი გახდნენ – ამის შესახებ PR–ექსპერტები საუბრობენ. მათი თქმით, წყვილი სწორი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგად დეკადის განმავლობაში პირველი მილიარდის გამომუშავებას შეძლებენ.

ექსპერტების განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაშიც კი თუ წყვილი ისეთი გიგანტური კომპანიების ელჩები გახდებიან, როგორებიც Google ან Apple არის, ისინი წლიურად, ცალ–ცალკე 100–100 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავებას შეძლებენ, რადგან ბრენდი, რომელსაც მეგანი და ჰარი ჰქვია, წარმატებით არის შექმნილი და კარგადაც მუშაობს.

ექსპერტები მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყეველებენ და აცხადებენ, რომ მეგან მარკლი და ჰარი როგორც ერთად, ასევე ცალ–ცალკე ისტორიაში ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები შესაძლოა გახდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები