POSTV-ის დაბადების დღე აქვს. 1 წლის წინ ინტერნეტსივრცეში მულტიმედიური პორტალი გამოჩნდა, რომელმაც პოპულარობის მოპოვება ძალიან მალე შეძლო.
გართობის, ანალიტიკის, ახალი ამბების კონტენტი ინტერნეტმომხმარებლებს Facebook-ის, Myvideo-სა და Youtube-ს მეშვეობით მიეწოდება.
რამდენიმე თვის წინ POSTV-მ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ თანამშრომლობით დაიწყო სატელევიზიო გადაცემების მომზადება, რომელსაც მაესტროს არხზე მაღალი რეიტინგი აქვს.
განსაკუთრებულად პოპულარული POSTV-ის ფეისბუქგვერდებია. ერთი წლის განმავლობაში „პოსტ ტვ“-ის პროდუქტი სოციალურ ქსელში 134,509,675-ჯერ ნახეს, ბლოგების ყურებაში კი ჯამში 182,090,283 წუთი გაატარეს. განსხვავებული ანალიზი, ოპერატიულობა, სიახლე და მრავალფეროვნება – ეს არის რაც POSTV-ის სხვა ტელევიზიებისგან გამოარჩევს.
R