“Playboy”-მ მუსულმანი ქალის ფოტოები გამოაქვეყნა

ჟურნალმა მამაკაცებისთვის “Playboy”-მ 22 წლის მუსულმანი ქალის -ნურ ტაგოურის ფოტოები გამოაქვეყნა. გოგონა აშშ-ის დასავლეთ ვირჯინიის შტატში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ლიბიიდან არიან. ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ ბავშვობაში ძალიან ერიდებოდა, როდესაც მის სიახლოვეს რელიგიური მშობლები იმყოფებოდნენ.
„მე ყოველდღე ვლოცულობდი, რომ დედაჩემი სკოლაში ჰიჯაბის გარეშე მოსულიყო. კლასელები ყოველთვის მეკითხებოდნენ, რა ეკეთა დედაჩემს თავზე“, – იხსენებს ნური.
ნურიმ 20 წლის ასაკში მერილენდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ამჟამად ის “CTV News”-ის რეპორტიორად მუშაობს. ნურ ტაგოური პირველი ჰიჯაბიანი მუსულმანი ქალია, რომელიც “Playboy”-მ გადაიღო. ეს პროექტ Renegades-2016-ის ფარგლებში განხორციელდა. ფოტოები “Playboy”-ს ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება, თუმცა ნურმა ჟურნალს დაასწრო და რამდენიმე ფოტო ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

04852450thumb_201609290309346401383442832

კომენტარები

სხვა სიახლეები