„როლინგ სტოუნსის” გიტარისტი 68 წლის ასაკში მამა გახდა

 

ჯგუფ “როლნგ სტოუნსის” 68 წლის გიტარისტი რონ ვუდი კიდევ ერთხელ გახდა მამა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ვესტი.რუ” იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მუსიკოსის მეუღლე, 39 წლის სალი ჰამფრისი აცხადებს, რომ ამ ამბით აღფრთოვანებულები არიან.

წყვილი 2012 წელს დაქორწინდა და ამ დრომდე შვილები არ ჰყავდათ. უფრო ადრე, ვუდი და მისი ამჟამინდელი მეუღლეც უკვე ორჯერ იყვნენ დაქორწინებულნი. ახლა კი, სალის ფეხმძიმობის შესახებ ჟურნალისტებმა ჯგუფის პრესსამსახურისგან შეიტყვეს.

“სალი და რონი 2016 წლის გაზაფხულზე ტყუპებს ელოდებიან”, – განაცხადა ბრიტანული ჯგუფის წარმომადგენელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები