NASA-ს ხომალდი მარსზე დაეშვა – მეცნიერების რეაქცია მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა (ვიდეო)

102
SHARE

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი Insight მარსზე დაეშვა. პლანეტის ატმოსფეროში შესვლიდან ზედაპირთან შეხებამდე ხომალდს 7 წუთი დასჭირდა, დაშვება წარმატებულად განხორციელდა.
“ინსაითის” მი­ზა­ნი მარ­სის წი­ა­ღი­სა და სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შეს­წავ­ლაა. დე­და­მი­წის შემ­დეგ წი­თე­ლი პლა­ნე­ტა იქნე­ბა პირ­ვე­ლი, რომ­ლის წი­აღ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­იკ­ვლე­ვენ.
სიგ­ნალ­თან ერ­თად NASA-მ Insight-ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ფო­ტოც მი­ი­ღო. ხო­მალ­დი მარ­სის ეკვატორ­თან ახ­ლოს და­ეშ­ვა.
“ინსაითი” უზუს­ტე­სი სე­ის­მო­მეტ­რე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, მას ასე­ვე აქვს ზონ­დი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის წი­აღ­ში ჩავა და ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­ზო­მავს. სხვა ხო­მალ­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის პლა­ნე­ტის ზე­და­პირ­ზე არ გა­და­ად­გილ­დე­ბა.
სა­გენ­ტოს მთა­ვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ჯე­იმს ბრა­ი­დენსტა­ი­ნი ამ დღეს „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვ დღედ” აფასებს და ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მან მი­ლოც­ვა პრე­ზი­დენტ ტრამ­პის­გა­ნაც მი­ი­ღო.
NASA-ს ინჟინრები დაშვების პროცესს დაძაბულები და სუნთქვაშეკრულები ადევნებდნენ თვალს, მათი რეაქცია მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. ხომალდის მარსის ზედაპირზე დაშვებას ინჟინრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

Comments

comments