NASA-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ ნიშნებს მიაკვლია

52
SHARE

NASA-მ მარსზე წყლის არსებობის ახალ ნიშნებს მიაკვლია. მარს-მავალის Curiosity-ს მიერ პლანეტის ზედაპირიდან ორი წლის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, NASA ვარაუდობს, რომ მარსზე სამ მილიარდზე მეტი წლის წინ, ერთ-ერთი მთის 154 კილომეტრიან კრატერში მდინარე და ტბები არსებობდა.

Curiosity-ს მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს წყლის ნიაღვრის ნაკვალევი, ასევე კლდის ისეთი ფენები, რომლებიც მხოლოდ წყლის მოძრაობის შედეგად შეიძლებოდა გამხდარიყო მსგავსი ფორმისა და შემადგებლობის. ეს გარემოებები კი ამყარებს მოსაზრებას, რომ პლანეტის ატმოსფეროს ნულს ზემოთ ტემპერატურის შენარჩუნებაც შეეძლო და მარსზე მიკრო ორგანიზმები არსებობდა.

FB კომენტარები

კომენტარი