NASA: დედამიწაზე  15 დღის მანძილზე სრული წყვდიადი დაისადგურებს

370
SHARE

ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილბეს, რომ 15 დღის განმავლობაში მთელს დედამიწაზე წყვდიადი ჩამოწვება. ინფორმაციას ამის შესახებ ANONYMOUS MAGS KEEP YOURSELF INFORMED-ი ავრცელებს.

“ნასას“ ასტრონომების განცხადებით, სიბნელე პლანეტაზე 2015 წლის 15 ნოემბრის დილის 03:00 საათიდან დაისადგურებს და ის 15 დღის განმავლობაში – 30 ნოემბრის შუადღის 4:45 წუთამდე გაგრძელდება. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ასტრონომიულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც ვენერასა და იუპიტერს შორის მოხდება.

NASA-CONFIRMS-15-DAYS-OF-DARKNESS-IN-NOVEMBER-625x450

პრეზიდენტ ობამას მიერ „ნასას“ ხელმძღვანელად დანიშნულმა ჩარლზ ბოლდენმა, 1000-გვერდიანი დოკუმენტი თეთრ სახლში წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, პლანეტებს შორის პარალელიზმი  ერთი გრადუსით შეიცვლება. კერძოდ, ვენერა იუპიტერისგან სამხრეთ-დასავლეთით გადაინაცვლებს და დაიწყებს 10-ჯერ მეტი სიძლიერით ნათებას, ვიდრე იუპიტერი.ვენერასგან არეკლილი შუქი იუპიტერზე არსებულ გაზის ფენებს გაათბობს, რაც შემდგომ რეაქციას გამოიწვევს. აირისებრი რეაქცია კი, კოსმოსში უპრეცენდენტო რაოდენობის წყალბადს გაუშვებს. აირისებრი წყალბადი კი, მზესთან კონტაქტში ზუსტად 15 ნოემბერს, 2:50 წუთზე შევა. მზესთან ურთიერთრეაქცია „ნასას“ დოკუმეტების თანახმად, ძლიერ აფეთქებებს გამოიწვევს და მზის ზედაპირზე ტემპერატურა მყისიერად 9000 გრადუსამდე გაიზრდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, მზე შეეცდება მასზე მიმდინარე აფეთქებები მისივე სიმხურვალის წყალობით გაანეიტრალოს. ძალიან მაღალი ტემპერატურა კი, მზეს მუქი ფერის მოლურჯო იერს მისცემს. ეს პროცესები გალაქტიკაში 14 დღეს გასტანს მანამდე, ვიდრე მზე ჩვეულ ტემპერატურას არ დაიბრუნებს, რაც შემდგომ მას ბუნებრივ შეფერილობასაც აღუდგენს.

FB კომენტარები

კომენტარი